იურისტი, აბა აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ კომპანიას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ვაკის პარკში სამუშაოებს ახოციელებდა:
“ეგ შადრევანი კომპანიამ გრინსერვისი + გააკეთა.
ამ კომპანიის მფლობელები ქოცებმა მოსვლისთანავე დაიჭირეს – ფინანსური თაღლითობისთვის.
სანამ გრინსერვისი + იარსებებდა, იყო გრინსერვისი – იგივე ხალხის, თუმცა შემდეგ შავ სიაში მოხვდნენ და დასახელებას პლუსი დაამატეს და მარტივად გამოძვრნენ.
ქოცებმაც მალე გამოუშვეს ეს ხალხი, მერე დალაგდნენ ერთმანეთთან, ვის აინტერესებს კარგად აკეთებს თუ არა საქმეს, მთავარია დალაგდნენ და მილიონობით ლარის ტენდერებს იგებენ ყოველწლიურად.
განა მერიამ არ იცოდა ეგენი რომ არაპროფესიონალები იყვნენ?
იცოდა. უბრალოდ დალაგდნენ, დალაგება ხომ უმაღლესია – არაფერი დგას მასზე მაღლა.
ხოდა, ახლა ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაიცვალა იმიტომ, რომ ვიღაცები სადღაც დალაგდნენ და გააგრძელეს უსინდისოდ საქმის კეთება. ხარისხი ვის ადარდებს, როდესაც დალაგებული ხარ.
უდიდესი ტრაგედიაა” – წერს აბაშიძე.
შეგახსენებთ, სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა.