„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„აქ, რამდენიც არ უნდა ვაკაკუნოთ და “დიდება უკრაინას”- ვპოსტოთ ორ ენაზე კი არა, გინდ ცხრა ენაზე, ფაქტი ის არის, რომ სახელმწიფოს წარმოადგენს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც ცალსახად არის ტერორისტი პუტლერის, რაშისტული სახელმწიფოს მხარეს! შესაბამისად და ავტომატურად ვითვლებით მათ მხარეს, ვისაც და რასაც უპირისპირდება მსოფლიო ცივილიზაცია და თუ იმას მეტყვით, არ არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მიტაცებული აქვს სახელმწიფოვო, მაშინ სად ვართ ის ხალხი, ვისაც არ აურჩევია ბორენკას რუსული ოცნება? სად ვართ?! რას ვაკეთებთ და ვაკეთებდით, როცა ის ათიათასობით ხალხი გარბოდა ქვეყნიდან, ვისაც აარჩევინეს იძულებით, ოპოზიციის ლიდერების პირდაპირი მოვალეობა იყო და არის, სწორედ მაგ ხალხთან მუშაობა, სწორედ მაგ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, სწორედ მაგ ხალხისთვის დაენახვებინათ რეალური ბრძოლა, რომ გადმოსულიყვნენ სწორ მხარეს და გაქცეულებს კი არ ელაპარაკათ უკანა რიცხვით, აქვე ემხილებიათ რეჟიმი, აქვე ებრძოლათ გინდ ტყვედ აყვანილი ბიჭების გამო და გინდ განადგურებული ქვეყნის ეკონომიკის, შეცვლილი პოლიტიკური კურსისა თუ ნებისმიერი რამის გამო, წერტილოვანი კერები შექმნილიყო, ვინ იზრუნა ამაზე და რატომ არ იზრუნა, ამაზე აღარ ღირს შეჩერება, ახლა იმაზე ვიფიქროთ, აქ დარჩენილი გამესამედებული ერით, გაკოტრებული პოლიტიკითა თუ ე.წ. პოლიტიკოსებით, ასიათასობით ოკუპანტით, რა შეიძლება გააკეთოს იმ ხალხმა, ვინც რეალურად უკრაინის მხარეს ვართ, როგორ გავერთიანდეთ იმ ხელისუფლების მოსაშორებლად, ვინც ჩვენ არ წარმოგვადგენს – რომელიც, ჩვენი სახელით დგას რუსეთის მხარეს და მოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ?“ – წერს გოცირიძე
124 ნახვა