გიორგი გახარიას ცნობით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ასევე 18 მაისიდან, გახარიას ცნობიტ, მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, თუმცა, პრემიერმინისტრის განმარტებით, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.