Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპატრიარქო არასოდეს დაინტერესებულა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღრიცხვით და ფოტოფიქსაციით – რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

October 12, 2022
საპატრიარქო არასოდეს დაინტერესებულა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღრიცხვით და ფოტოფიქსაციით – რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“ყოვლად უყურადღებო და უდარდელი ერი ვართ და ჩინოვნიკებიც შესაბამისი გვყავს” , – ამის შესახებ დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ დღემდე არაა სრულად ფოტოფიქსირებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები საქართველოში.

“ყოვლად უყურადღებო და უდარდელი ერი ვართ და ჩინოვნიკებიც შესაბამისი გვყავს. დღემდე არაა სრულად ფოტოფიქსირებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები საქართველოში, ეს იგი საუკუნოვანი ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, სახლები, აბანოები, ხიდები და ა.შ. რომელბმაც ჟამთა სვლას გაუძლო და სრულად თუ ნაწილობრივ დღემდე შემოგვრჩნენ. არადა ჯერ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა ძეგლთა დაცვის სამმართველო, შემდგომ მის ბაზაზე სააკაშვილის დროს შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ძეგლების დაცვა და სრულყოფილი ფოტოფიქსაცია.

ასე თუ ისე, ახლა სააგენტო ცდილობს საქართველოს კონტროლირებადი ყველა მუნიციპალიტეტის ძეგლების ფოტოფიქსაციას, ალბათ ერთ წელში მორჩებიან ამ საქმეს, იმედია! მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვრჩება ასობით ძეგლი, რომლის ერთი ფოტოც კი არ მოეპოვება საქართველოს სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოებს და სამეცნიერო წრეებს. შარშან, 2021 წელს რელიგიის სააგენტომ გამოსცა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რელიგიური დანიშნულების ძეგლების სია და ფოტოების ალბომი (ელვერსიის ლინკი იხ. კომენტარში), ჩართული იყო ამ საქმეში ყველა ქართული სახელმწიფო სტრუქტურა, პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და აფხაზეთის 62 ძველი ეკლესიის არცერთი ფოტო არ მოგვეპოვება საქართველოს, ხოლო ცხინვალის რეგიონის 388 ეკლესიის არანაირი ფოტომასალა არ გვაქვს. აქედან 213 ეკლესია ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, რომელსაც საქართველო სრულად აკონტროლებდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მანამდე არასოდეს შეწყვეტილა იქ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია. ესე იგი, რას აკეთებდა საქართველოს ძეგლთა დაცვის უწყება 2008 წლამდე, რომ ახალგორის ძეგლების ფოტოფიქსაცია არ გააკეთა? ძალიან ძვირი დაჯდებოდა? სასაცილოა, ამას სჭირდებოდა მინიმალური თანხები და ხელმძღვანელის ნება-სურვილი!

პ.ს. აღსანიშნავია, რომ არც საპატრიარქო არასოდეს დაინტერესებულა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღრიცხვით და ფოტოფიქსაციით, სახელმწიფოს და კერძო პირებს დაუტოვა საზრუნავად, არადა იურიდიულად მესაკუთრე თავადაა, 2002 წლის საკოსტიტუციო შეთანხმებიდან მოყოლებული“, – წერს ილია ჭიღლაძე.

Tags: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • “რუსეთი ოპერაციებს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც გეგმავს” – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge