რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა ადასტურებს, რომ რუსეთის დატოვების შემდეგ ის ისრაელში იმყოფება – ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა.
„მადლობას ვუხდი ჩემი თაყვანისმცემლების მრავალმილიონიან არმიას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, ტყუილ-მართალის გარჩევისთვის, წმინდა მიწაზე ვლოცულობ თქვენთვის და მშვიდობისთვის. მე ბედნიერი ვარ,”- აცხადებს ალა პუგაჩოვა.