კლინიკა “ვივამედის” დირექტორი ნინო ნადირაძე, სოციალური ქსელის “ფეისბუქის” საშუალებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისული უცხოელი ექიმის დაყოვნებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“არ მიყვარს სამსახურის თემების ფბ-ზე გამოტანა, მაგრამ ექსპრეზიდენტის გულით (და არა ფულით) გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მრავლად მყავს სამეგობროში, ქრონოლოგიურად მოვყვები. დღის პირველ საათზე მომმართეს წერილობით უცხოელი ექსპერტის შეყვანასთან დაკავშირებით და სიჩქარის მიზეზად დამისახელეს, რომ ღამე უნდა გაფრენილიყო, მე ზეპირად და წერილობითაც ავუხსენი რომ ამისი იურიდიული უფლება არ მქონდა და დავპირდი, რომელ საათზეც არ უნდა გაცემულიყო ლიცენზია, აუცილებლად შევიყვანდით პაციენტთან. ლიცენზიის გაცემისთანავე ეცნობათ მათ, მაგრამ გავიდნენ სასადილოდ და სადღაც 2 საათში დაბრუნდნენ, ამის შემდეგ მოინახულა პაციენტი, ანუ იმ დღესვე. მეორე დღესაც იმყოფებოდა კლინიკაში პრობლემის გარეშე, ექსპერტის შეყვანა უმარტივესად შეეძლო სახალხო დამცველს, რომელიც სავარაუდოდ ვერ დაითანხმეს. სულ ეს იყო, არც იმ დღეს და არც მეორე დღეს დანიშნულება და რეკომენდაცია მისგან არ მიგვიღია, სამწუხაროდ” – წერს ნადირაძე