ტელეწამყვანმა კესარია აბრამიძემ ჟურნალ “თბილისელების” მიერ დასმულ კითხვება გულწრფელად უპასუხა:
– რას იზამ, თუ საუკეთესო მეგობარი გეუბნება, რომ შენი ბიჭი მოსწონს?
– ჩემი საუკეთესო მეგობარი მაგას არასდროს მეტყვის. მე არ მყავს ასეთი მეგობრები. ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებთანაც ბევრი წელია, ვმეგობრობ. გუშინ არცერთი არ გამიცნია და გამორიცხულია ასეთი რამ. მოგზაურობისას ერთადაც გვიძინია მე, ჩემს დაქალსა და ჩემს ქმარს. მე ზღვაზე წავსულვარ და ამათ ერთად ეძინათ. თუმცა, მსგავსი ფიქრი თავში აზრადაც არ გამივლია, რადგან ვიცი, როგორი მეგობრებიც მყავს.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდა…
– მეგობრის ქმრისგან ვიგრძენი გაპრანჭვა და ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. თუმცა ეს გოგო ისეთი ახლო დაქალი არ იყო, როგორ მეგობრებზეც ვისაუბრე. როცა ვიგრძენი, რომ მისი ქმარი მეპრანჭებოდა, საერთოდ შევწყვიტე მათთან ურთიერთობა ორივესთან. ზოგადად, ჩემთვის მიუღებელია მეგობრის კაცთან ზედმეტი სიახლოვე. დაქალის შეყვარებულთან თუ ქმართან ურთიერთობისას ვიძაბები. მგონია, რომ ცოტა დისტანცია საჭიროა. ზოგადად, ამის გამო წყვილებთან ურთიერთობა დიდად არ მიყვარს, თუ ბიჭიც ჩემი დიდი ხნის მეგობარი არ არის.
– რომ გაიგო, მეგობარს ბიჭი ღალატობს, როგორ მოიქცეოდი?
– ღალატობდა მეგობარს ქმარი, გავიგე, ავდექი და თვითონ ქმარს ვუთხარი. თან, ვუთხარი ისე, რომ ცოლზე უარეს დღეში მე ჩავაგდე. შენს ცოლს არ ვეუბნები, ოჯახს არ დაგინგრევ, მაგრამ გამოფხიზლდი-მეთქი. ისე დაველაპარაკე, რომ მიხვდა, თუ ასე გააგრძელებდა, ცუდ შედეგამდე მივიდოდა. მიხვდა, რომ რაღაცები უნდა შეეცვალა. თვითონ მეგობარს რომ უთხრა, ხშირ შემთხვევაში არ დაიჯერებენ და შენ გამოხვალ ცუდი. ბევრმა ქალმა იცის, რომ ქმარი ღალატობს და ბავშვებისა და ოჯახის გამო თვალს ხუჭავენ. ამიტომ, ჩავთვალე, რომ ასე უფრო მოგვარდებოდა ეს პრობლემა. თუმცა, წლები გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ისევ ღალატობდა. საბოლოო ჯამში, მაინც დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ იმ მომენტში რაღაცნაირად გამოვაფხიზლე ეს ტიპი. მერე ღალატის სხვა ვარიანტები გაიგო ამ გოგომ, დაშორდნენ, შერიგდნენ, მერე ისევ დაშორდნენ. ზოგადად, ღალატის თემა ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, როცა ქალი ღალატის შესახებ იგებს, თუ თავმოყვარე ადამიანია, თუ საკუთარ თავს პატივს სცემს, აუცილებლად მიდის. ჯობს, დროულად დაასრულო ურთიერთობა და კარგ მეგობრებად დარჩეთ. ჩემი დაქალის შემთხვევაშიც ასეა, დღეს ის და მისი ყოფილი ქმარი კარგი მეგობრები არიან.
– რა არის შენი ცხოვრების მიზანი?
– მე ბედნიერებისთვის გავჩნდი, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებაა.
99 ნახვა