ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სახალისო ისტორიას ჰყვება:
“საგურამოში ვარდების დარგვას ვაპირებ და ნერგები მეგობარს მივაბარე, რომელიც მირეკავს ამ დილას და მეუბნება, სკოლის დღეებში თბილისში ვარ და რადგან გუშინ არ წაიღე, ვედროში კოხტად ჩავაწყვე და საგურამოს პოლიციაში მივიტანეო. ვიფიქრე, სახელი და გვარი ან ეტყვის ამ კაცებს რამეს, ან არა და მოტივაცია რომ ავუმაღლო, ნერგებს გაუფრთხილდნენ, უკეთესად ვეტყვიო, ხოდა მეუთხარი, მოვა მაღალი, ხუჭუჭა, ლამაზი, გამხდარი (რაც მართალია, მართალია), გრძელფეხება, დიდმკერდიანი გოგოო… – გოგოო და საერთოდაც უტრირების მასშტაბებს დააკვირდით – და ნერგები გაატანეთო. გოგო რომ დარჩეს აქ, არ შეიძლებაო, უკითხავთ იმ კაცებს. ხოდა დღეს საგურამოში პოლიცია არ მუშაობს, ვინც ხართ ახლომახლო, საღამომდე, მშვიდად მოიქეცით და თქვენით მიხედეთ თავს. პოლიციელები სოფი ლორენსა და მონიკა ბელუჩის შორის ვიღაც გოგოს ელოდებიან, მე კი ვზივარ და ვფიქრობ, მათი ფრუსტრაცია ჩემ ფრუსტრაციას უდრის და ჩემ თავზე ვერაფრით ვერ ავიღებ, აუცილებლად მითიურ ქალღმერთად უნდა დავრჩე მათ წარმოსახვაში, ხოდა ალასას ძმაკაცს ვთხოვ გამოცხადდეს ბრჭყვიალა ღიმილით და უთხრას, რომ დღეს ფორმაში ვერაა, მაგრამ ვარდების ნერგებს თუ გამოატანენ, მოსულიერდება და მკერდი გაეზრდება”, – წერს ფანჯიკიძე.
463 ნახვა