“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მეგი გოცირიძე საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“სანდრა და მე ვმეგობრობდით 2001 წლიდან… პირველად , როცა ჰოლანდიაში წამიყვანა სხვა მეგობრებთან ერთად, მშობლებისა და დედმამიშვილების გასაცნობად. გაოცებული დავრჩით მათი სტუმართმოყვარეობით. რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ ვიმოგზაურეთ ჰოლანდიაში და წამოსვლისას ვეკითხები: სანდრა, თბილისში ნაქირავებში ცხოვრობთ, ჰოლანდიაში არ გაქვთ საკუთარი სახლი და არ აპირებთ აშენებასმეთქი და იცით რა მიპასუხა? ჩვენი სახლი საქართველოა , ჩემო მეგი და დიდი სისწრაფით გვიშენებს მიშიკო, მაგრამ არ ვიცი, ამდენი მტრის ხელში , რამდენად მოგვისწრებს მის აშენებასო…”, – წერს გოცირიძე Facebook-ზე.
2,038 ნახვა