ეროვნულმა ბანკმა 22 სექტემბრის ვალუტის გაცვლითი კურსი დაადგინა:
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8426 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8426 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8462 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8218 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8482 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0264 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.