ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, სპეცოპერაცია დასრულებულია. 12-ვე მძევალი თავისუფალია, ხოლო თავდამსხმელი დაკავებული.
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ, დამნაშავეს 12 ადამიანი მძევლად საქართველოს ბანკში, 9 საათის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ბანკზე თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, შემდეგ კი 1.5 მილიონ ლარს ითხოვდა.
ემზარ საბანაძე, ყოფილი გამომძიებელი:
“ბანკზე თავდამსხმელი ავადმყოფია და ეგონა, როგორც ესებუას, ამასაც ისე გაატანდნენ ფულს. აქ საეჭვოდ ის მიმაჩნია, რომ თავდამსხმელი ძალიან კარგადა იყო მძევლებთან, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ტელეფონითაც სარგებლობდნენ… არ გამოვრიცხავ, მას თანამზრახველები იქვე, შიგნით ჰყოლოდა. არც ისაა გამორიცხული, რომ სპეცრაზმელი იყოს – ჩვენი სპეცრაზმელები და პოლიციელები ფინანსურად ისეთი გაჭირვებულები არიან, თავისუფლად შეიძლება მათი წრიდან იყოს. მე ის უფრო მაეჭვებს, რომ მას და მძევლებს ძალიან თავისუფალი და სხვანაირი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ დროის მოკლე მონაკვეთში, იქ მყოფებმა უცებ აუღეს ალღო თავდამსხმელს.
შეუძლებელია ეს პიროვნება მარტო იყოს, თუნდაც ასეთი ციფრის მოთხოვნიდან გამომდინარე. 2 მილიონით ვერსად გაიქცევი – ვერტმფრენამდე ხომ უნდა მისვლა, ან მერე იმ ვერტმფრენით სად უნდა წავიდეს?
მისი ქმედებები იმის მაჩვენებელია, რომ ახდენენ როგორც ხელისუფლების, ისე უწყების, შსს-ს დისკრედიტაციას. სავარაუდოდ, აქაც ანალოგიური შემთხვევა იქნება, კაცი სათამაშო პისტოლეტით რომ შევარდა ბანკში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. პირველი შემთხვევაა, როცა ყაჩაღი 2 მილიონს ითხოვს. როგორც ჩანს, იცოდნენ მისი ვინაობა, ითქვა, რომ ვალები აქვს, წავიდა, ჩამოვიდა, იქვე გააჟღერეს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელიაო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი “ფეიკია” და “ბლეფი”.
ისე, ზოგ პოლიტიკურ პარტიას სალაპარაკო თემა დაუმთავრდა და ალბათ ამას გამოიყენებენ. ხომ ნახეთ, ესებუა -2-ად მონათლეს, მას ჩაცმულობაც ესებუას ანალოგიური აქვს, ამიტომაც დააკავშირეს სპეცრაზმელს, ამ დროს, შეიძლება არც არის. ითქვა, ბანკში შავი ქურთუკით მოვიდა, მერე გამოიცვალაო, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პიროვნება არა ერთხელ უნახავთ ფილიალში, ვინ გამოაცვლევინებდა, რას გამოიცვლიდა? ეს ქმედება ვიღაცის ინტერესი იყო, მას უთხრეს, ასე გააკეთეო, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ამიტომ გაახმაურეს, ფსიქიკურად ვერააო, ანკესიც ამიტომ ჩართეს საქმეში. გამორიცხულია, მას თანამზრახველები არ ჰყავდეს და მარტო მოქმედებდეს”.
წყარო: ambebi.ge
322 ნახვა