„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
,,20 სექტემბერს 11:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: გუდაური, ქვეშეთი, ყვავილი, თანიანთკარი, სეთურნი, მეზვრიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.
139 ნახვა