რუსული ესტრადის ვარსკვლავის, ალა პუგაჩოვა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს:
“გთხოვთ, ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში შემიყვანოთ, რადგან მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეუღლეს“ – წერს მომღერალი Instagram-ზე.
პუგაჩოვას თქმით, მისი მეუღლე პატრიოტია, რომელსაც აყვავებული სამშობლო და თავისუფლება სურს და რუსი ჯარისკაცების ილუზიური მიზნებისთვის შეწირვის წინააღმდეგია.