ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ეს ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია მგონი ქართული ფეხბურთის მტერია.
ეს ქართველი ფეხბურთელები ისედაც ძლივს დარბიან და ამ სიცხეში 4 საათზე რატომ უნდა დანიშნო თამაში?
ტორპედო – ბათუმს ვუყურებ და დავიტანჯე ამათი საცოდაობით. დალასლასებენ და ყოველ 15 წუთში წყლის შესვენებაა“, – წერს მეტრეველი.