“ძალიან მეუხერხულება და არ მინდა პანიკა დავთესო, მაგრამ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ… 8 თვის განმავლობაში 100 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო. ეს არის ოფიციალური მონაცემი… გესმით, რაზეა საუბარი? სამი მილიონი ხომ არ ვართ და 100 ათასი კაცის გადინება მოხდა. პრაქტიკულად, სრულდება ივანიშვილის “კეთილსინდისიერი“ დანაპირები, რომ თქვა – ბილეთებს აგიღებთ და წადითო”.
ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.