საქართველოში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია სამთავრობო საიტზე stopcov.ge -ზე განახლდა. დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ამ მომენტისთვის უცნობია.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში – 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.