საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 73 წლის ქალია, რომელიც ბათუმში, კლინიკა “მედალფაში” 8 აპრილიდან მკურნალობდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იყო და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
მაშინ, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში იმყოფებოდა. სამწუხარო ინფორმაციის გაგების დროს ის ფეხზე წამოდა. ცერცვაძის ემოციური ფოტო ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გაავრცელეს.