გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი შეზღუდვის შემოღების შესახებ საუბარი ნაადრევია, რადგან საქართველოში აღნიშნული სტანდარტის დადგენის პროცესი საწყის ეტაპზეა.
“მიქს მეტრონომი” უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად არ არის განსაზღვრული არც რეგულაციების ამოქმედების თარიღი.
მას შემდეგ რაც საკითხი იქნება სრულყოფილადდამუშავებული, მოხდება მისი ფართოდ განხილვაყველა დაინტერესებულ მხარესთან. კანონმდებლობის მიღების შემდეგ კი, კანონმდებლობა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდგომ ამოქმედდება. ეს ამ სექტორში მომუშავე პირებს და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მოემზადოს სამომავლო რეგულაციის უმტკივნეულოდ შესასრულებლად.
შესაბამისი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია ემისიის ევრო 5 სტანდარტის შემოღება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მსგავსი რეგულაცია 2013 წლიდანმოქმედებს და ავტომობილების ემისიისსტანდარტები ასევე ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყანაშია დანერგილი.
ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ სამომავლოდ, მსგავსი რეგულაციების შემოღებისას, შეზღუდვები არ შეეხება ტრანზიტულ ავტომობილებს და პრაქტიკულად არ შეაფერხებს ავტომობილების სამომავლო ვაჭრობის საკითხებს. ასევე, რეგულაცია არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოპარკს, ისევე როგორც ეს ხდება ყველა ევროპულ ქვეყანაში“, – აცხადებენ უწყებაში.
166 ნახვა