„ლიდერ ტვ“-ოს ყველაზე წპატაჟური წამყვანი გურამ არუთინაშვილი ეკრანს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია მან ექსკლუზიურად „დაიჯესტს“ გაუმხილა.
მისივე თქმით, გადაცემა „დენის სკამი“ ეთერში სექტემბრის ბოლოს გავა. ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დრო იგივე დარჩება, ხუთშაბათი, 21:00 სთ.
„ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ვიღებ პრომოს. გადაცემა სექტემბრის ბოლოდან დაიწყება. პირველი სტუმარი ყველაზე ეპატაჟური რესპოდენტი იქნება, თუმცა ჯერჯერობით, ვინაობას ვერ გაგიმხელთ.
გადაცემას ისევ „დენის სკამი“ ერქმევა. ჩვენს ერთგულ მაყურებელს ბევრი სიახლე ელოდება“ – განუცხადა გურამ არუთინაშვილმა „დაიჯესტს“
წამყვანმა ასევე ექსკლუზიურად გაგვიმხილა, რომ მალე ახალ კლიპს გამოუშვებს. მან დუეტი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალთან ჩაწერა, რომელიც ასევე მისი გადაცემს პირველი სტუმარი იქნება.
დუეტი ჩავწერე ცნობილ მომღერალთან, რომელიც ჩემი გადაცემის პირველი სტუმარიც იქნება. ძალიან კარგი სიმღერაა. მომღერალს ვერ გეტყვით ვინ არის, ძალიან ცნობილია. სიმღერა სიყვარულზეა და ჰქვია „ფერი ფერსაო“ – ამბობს არუთინაშვილი