Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მორიდებული, წყნარი, ეშმაკობების გარეშე” – ბავშვობის მწვრთნელი ხვიჩაზე გვიყვება

September 12, 2022
“მორიდებული, წყნარი, ეშმაკობების გარეშე” – ბავშვობის მწვრთნელი ხვიჩაზე გვიყვება

ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობა… გავიხედოთ 14 წლით უკან, როცა ხვიჩა ფეხბურთზე შევიდა. გვახსოვს უკვე დინამოს აკადემიიდან, მანამდე კი იყო სხვა გუნდები, – leadersport აქვეყნებს ინტერვიუს ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის მწვრთნელთან ანზორ ზუკაკიშვილთან.

გთავაზობთ ინტერვიუს:

მამამისთან, ბადრი კვარაცხელიასთან გადავამოწმეთ და ასე გვითხრა: თავიდან ერთი წელი ოლიმპიკში დავით იმნაძესთან იყო, შემდეგ 4 წელი ავაზაში ანზორ ზუკაკიშვილთან, ხოლო შემდეგ იყო დინამოში.

„გეფიცებით, ხვიჩა მაგარ რამეს რომ გააკეთებს, სიხარულის ცრემლები მომდის. ლივერპულთან თამაშის დროსაც ვიტირე“ – გვითხრა ზუკაკიშვილმა, რომელიც 35 წელია, ავაზაში მუშაობს მწვრთნელად…

ზუკაკიშვილს კვარას ამბები მოვაყოლეთ:

გახსოვთ მისი მოსვლა ავაზაში?

დღევანდელივით. მამამისი ბადრი იმ დროს ცხინვალის სპარტაკს წვრთნიდა. ავაზაზე ვარჯიშობდნენ და ხვიჩაც დაჰყვებოდა მამას. მოედნის ახლოს დარბოდა და ბურთი რომ გადავარდებოდა, მოიტანდა ხოლმე. თვითონაც კენწლიდა, კარში ურტყამდა. მე კი 2000 წელს დაბადებულთა გუნდს ვავარჯიშებდი, კარგი ბიჭები მყავდა. პატარა მოედანზე ვვარჯიშობდით, დიდზე კი ცხინვალის სპარტაკი იყო ხოლმე. ბადრის ვუთხარი, მაინც დადის ბავშვი აქ და ჩემთან გუნდში მოვიდეს-მეთქი.

აი, გვესმის „ტრანსფერი“…

თან ვუყურებდი, მომწონდა ხვიჩა, კარგად ფლობდა ბურთს, სწრაფი იყო. დავიწყეთ: ერთი წლით დიდებში ჩვეულებრივ თამაშობდა, ეს კი ვინც იცის, პატარა ასაკში იოლი არაა. გუნდში ბიჭებს მოეწონათ და თვითონ ხვიჩაც გაშინაურდა. მანამდე ოლიმპიკში ყოფილა, მაგრამ იმ ზაფხულს იქ აღარ დაბრუნდა, ჩვენთან მოვიდა და მოეწონა.

il

როგორც გვახსოვს, ძალიან გამორჩეული არ იყო. ასეა?

იმიტომ, რომ სხვებიც მაგრები იყვნენ. ჩვენი გუნდიდან რამდენიმე ბიჭი მალევე დინამოს აკადემიაში წავიდა, მათ შორის კვარაც. აი, როგორიც ახლაა, თამაშის სტილი არ აქვს შეცვლილი. სისწრაფეც, ტექნიკაც, ეს ფინტები და კაცის მოტყუება… თავისუფლად თამაშის საშუალებას ვაძლევდი. საერთოდ მე ასე ვარ, არავის არ ვუშლი ინდივიდუალიზმსა და თუნდაც ბურთის თრევას, თუკი ეს შეუძლია.

საფეხბურთო თვისებებს რომ შევეშვათ, როგორი ბავშვი იყო?

წესიერი, მორიდებული, ერთი ზედმეტი არ მახსოვს მისგან. ეშმაკობებიც არ იცოდა. მაგრამ აი ბურთს რომ მიიღებდა, მიდი-მოვდივარ… აი, ხვიჩას უმცროსი ძმა თორნიკე უფრო ეშმაკურია. თორნიკე ავაზაში დიდხანს მყავდა, ახლა 12 წლისაა. ისიც მაგარი ბიჭია. ხვიჩა რომ მახსოვს ამ ასაკში, თორნიკე არ ჩამორჩება. ოღონდ თორნიკეს უფრო ცენტრიდან უყვარს თამაში. ბადრიმ მითხრა, უმცროსი ბიჭიც შენთან მინდა მყავდესო. წაიყვანა. მიზეზი ცუდი საფარია. კარგია, რომ ავაზას განახლება იწყება და საფარსაც ეშველება.

თქვენი აზრით, რამ ითამაშა მთავარი როლი ხვიჩას ასეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში? კონკრეტულად საფეხბურთო კუთხით ვგულისხმობ…

ბევრი რამე ერთად. ჩემი აზრით, რუბინის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის დამსახურება ძალიან დიდია. ენდო, საუკეთესო თვისებები გამოავლენინა, აქებდა. მაღალი დონის მწვრთნელია.

ყურადღების მხრივ როგორია? ალბათ გნახულობთ, როცა თბილისში არის ხოლმე…

წესიერი ბიჭია, არ ვავიწყდები. ინტერვიუებშიც ახსენა ჩემი სახელი. ხვიჩასგან მხოლოდ დადებითი ამბები მოდის.

“მორიდებული, წყნარი, ეშმაკობების გარეშე” – ბავშვობის მწვრთნელი ხვიჩაზე გვიყვება

კვარასნაირი ნიჭიერი გყოლიათ?

შედარება ცოტა გამიჭირდება, რადგან ხვიჩა ზრდასრულ ასაკში აღარ იყო ჩემთან. 11/11-ზე რომ გადადიან, მაშინ წავიდა დინამოს აკადემიაში. ნიჭიერები კი იმდენი მყოლია, რა დათვლის. 1987 წელს დაბადებულების თაობა იყო ძლიერი: სანდრო კობახიძე, ირაკლი ჩირიკაშვილი, ლევან ჩხაიძე, გიორგი თავბერიძე და სხვები… მანამდე გრიგოლ დოლიძე. ბერელიძე მყავდა ძალიან მაგარი, მერე ვიტ ჯორჯიამ წაიყვანა, იქიდან კიევის დინამოში მიიყვანეს. ვრცელი ისტორიაა. მასში დიდი ფული მოითხოვეს. ჩემთან იყო მამუკა წერეთელიც. შეიძლება გამომრჩნენ და ყველას ვერ ჩამოვთვლი. ახლაც გვყავს ერთი ძალიან ძლიერი ბავშვი, ყველა აკადემიას სურს მისი წაყვანა.

ვინ?დავიმახსოვროთ…

10 წლის ნიკა ლომია. საოცარი ბავშვია. ასეთი ამ ასაკში მართლაც არავინ მყოლია. უკვე უცხოელი სკაუტებიც დაინტერესდნენ.

 

ფოტო: ლიდერსპორტი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • „თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა“ – გერმანიის ელჩი საქართველოში
  • “ჩემი სიცოცხლის მანძილზე, არ მინახავს და არც არავისგან გამიგია, ქართველებში და ვაინახებში, ნუ საერთოდ კავვასიურ ერებში, ის რომ კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge