აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო კვარაცხელია, რომელიც წარმოშობით სოხუმიდანაა, ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და წერს, როგორ იპოვა 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული.
“არასოდეს ვუყურებდი სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით, თუმცა ჩემი ოცნების მდელოზე ბავშვობაში ანალოგიურად მეც ველოდი იმ ერთს, რომელიც რეალურად მოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში, ემზარ ჯღარკავა სულ მჯეროდა, რომ მოხვიდოდი და სამყაროს გამიფერადებდი. თუნდაც, 40 წლის შემდეგ.
ჩვენი სიყვარულის ისტორია მეცხრე კლასში, სოხუმში დაიწყო. გვქონდა მიზეზი არ გაგვეხმაურებია ჩვენი ურთიერთობა, მერე იყო განშორება, რომელიც დროებითი გვეგონა, მერე იყო ჩვენგან დამოუკიდებელი უამრავი გარემოება… ტრადიცია, ომი, ემიგრაცია და ათასი უსიამოვნება… მაგრამ არ ეწერა ამ სიყვარულს უკვალოდ გაქრობა… 40 წლის შემდეგ, როდესაც ორივეს ხელი გვქონდა ჩაქნეული პირად ბედნიერებაზე, სწორედ მაშინ, სადღაც “მაღლა” დაიწერა ჩვენი სიყვარულის მორიგი სცენარი… დაუჯერებელი დამთხვევებით და სიურპრიზებით… ემზარ ჯღარკავა – მადლობა, რომ სიცოცხლისკენ მომაბრუნე, მადლობა რომ დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში, შენი რიჟა გოგო, ამას არასოდეს დაგივიწყებს”, – წერს ნინო კვარაცხელია, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს.
9,710 ნახვა