რამდენიმე საათის წინ რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლის მესამე სართულიდან 50 წლამდე ქალი ქალი ფანჯრიდან გადავარდა.
დაშავებული სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და სიმაღლიდან ფანჯრების წმენდის დროს გადავარდა.
ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ კლინიკა „რუსთავის“ ნეიროქირურგმა, დავით გელაშვილმა განაცხადა.
ექიმის განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„არასტაბილური ჰემოდინამიკა იყო, პლუს ამას განვითარდა მწვავე ანემია. მაშინვე ვერ მოხერხდა საოპერაციოში შეყვანა. დახმარების გაწევის შემდეგ, დინამიკაში საკმაოდ გაუმჯობესდა. გუშინ მოვახერხეთ საოპერაციოში გადაყვანა, ჩატარდა ხერხემალზე ფიქსაცია, ზურგის ტვინის დეკომპრესია. ამჟამად პაციენტი რეანიმაციაშია, გამოღვიძებულია, ორივე ქვედა კიდურში მოძრაობა აქვს, თუმცა საკმაოდ ძლიერი ტკივილი აქვს მენჯის ძვლების მძიმე დაზიანების გამო. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია” – განაცხადა გელაშვილმა.
296 ნახვა