უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
aviabiletebi
Home საზოგადოება

“მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე – არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა” – კესო ბერუაშვილი

September 9, 2022
“მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე – არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა” – კესო ბერუაშვილი
Share on FacebookShare on Twitter

კესო ბერუაშვილი „პრაიმჰაუსის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია.

კესო ბერუაშვილი: ისეთი ზაფხული მაქვს, როგორიც მე შემეფერება – ლაქშერული. საქართველოში ახლა დავბრუნდი მოგზაურობიდან და ძალიან ბედნიერი ვარ. კიდევ ვაპირებ სამოგზაუროდ წასვლას, ჩემი არდადეგები ჯერ არ დასრულებულა. „პრაიმჰაუსიდან“ პირველად რომ გამოვედი, მაშინ ევროპაში ვიყავი სამოგზაუროდ, ახლა დუბაიდან დავბრუნდი. ძალიან მჭირდებოდა ეს დასვენება. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვახერხებ მოგზაურობას, მაგრამ ალბათ, ოდესმე მაგასაც დავგეგმავ. აქ არ მყავს ბევრი მეგობარი და მაინცდამაინც არც ის ვიცი, სად გავერთო. ჩემი მეგობრები, ძირითადად, უცხოეთში არიან და გასართობად მათთან მიწევს ჩასვლა.

ავიაბილეთები

– მოგზაურობა პატარ-პატარა რომანებთან ასოცირდება. დუბაი კი – მილიონერ შეიხებთან. საინტერესო თავგადასავლებით დაბრუნდი?

– დუბაიში – არა, იქ ახლა მეგობართან ვიყავი, მაგრამ ისე დისტანციური ურთიერთობა მაქვს მამაკაცთან, თავისუფალ ურთიერთობაში ვართ. ახლა ევროპაში ვაპირებ მასთან ერთად ჩასვლას. უკვე მეცხრე თვეა, ერთად ვართ. ზუსტად ისეთია, როგორიც მე შემეფერება. ჰოლანდიიდან არის. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მისაღები მამაკაცია. ყველანაირად მიგებს, გვერდში მიდგას და ძალიან ამაყობს ჩემით.

– რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფალი ურთიერთობა?

– როცა ერთად არ ვართ, მას შეუძლია, ჰყავდეს სხვა ქალი და მე შემიძლია, მყავდეს სხვა მამაკაცი, თუ მომესურვება. თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ, რომ ერთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და შეიძლება, თვეში ერთხელ ვნახო, ამიტომ ასე ჯობს.

– როგორია შენი გამოცდილება ასეთ ურთიერთობაში?

– თავისუფალი ურთიერთობა ჩემთვის იდეალურია. არ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება. სულ აღვნიშნავ ხოლმე, რომ მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე. არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა, არც მამაკაცთან ერთად შემიძლია ცხოვრება. ამიტომაც არ ვარ გათხოვილი.

– ქართველ მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილება თუ გქონია და მათთვისაც თუ არის მისაღები ურთიერთობის ეს ფორმა?

– ერთხელ მქონდა ქართველ კაცთან ურთიერთობა. მგონი, ყველაზე კარგი ბიჭი იყო, ვინც ოდესმე მყოლია. ორი წელი ვიყავით ერთად. საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ის არ იყო სტანდარტული ქართველი კაცი. ათი წელი ევროპაში სწავლობდა. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და მასთან ურთიერთობამ საკმაოდ გამზარდა. სხვა ქართველ კაცებთან დიდად არ მაქვს ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად ვესაუბრები ჩემს ცხოვრებაზე. თუმცა, ზოგადად, ქართველი მამაკაცები ზედმეტად ეგოისტები არიან. უნდათ, რომ მხოლოდ მისი იყო. ვერ გაიგებენ თავისუფალ ურთიერთობას.

– რა არის ქორწინებაში შენთვის მიუღებელი?

– თავისუფლების შეზღუდვა. ძალიან შევეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას და ვერ წარმომიდგენია ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ამ ფუფუნებას ცოტათი მაინც შემიზღუდავს. თან, ძალიან პრეტენზიული და ამბიციური ვარ. თუ შევატყვე, რომ მამაკაცი რაღაცებს მიკრძალავს, მაშინვე ვამთავრებ ურთიერთობას. არც შემხვედრია ისეთი მამაკაცი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მომინდებოდა.

– შენთვის იდეალური კაცი როგორია?

– ფინანსურად უზრუნველყოფილი. როცა მამაკაცი ფინანსურად ძლიერია, არის თავდაჯერებული და იცის, როგორ მოექცეს ქალს, როგორ გაანებივროს. უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, კარგი ვიზუალი და თავის სტილი უნდა ჰქონდეს – ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და უნდა უყვარდეს „ლაქშერი“ ცხოვრება, ცხოვრების ასეთი სტილი უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს თამამი, ჩემთან ურთიერთობის არ უნდა ეშინოდეს და მიგებდეს.

– მამაკაცისთვის რთულია შენთან ურთიერთობის დაწყება?

– შეიძლება, მარტივად დავიწყო, მაგრამ მალევე დავასრულო. მარტივი არ ვარ, მაგრამ შეიძლება, ჩათვალო, რომ მარტივი ვარ. ეს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ფლირტი, ვგიჟდები ისე. შეიძლება, ყოველ მეორე ბიჭს ვეფლირტავო, მაგრამ მათ მიმართ ინტერესი ნული მქონდეს. ახლა ვეფლირტავები და მერე „დავკერავ“ – ეს აზრი არ მამოძრავებს, მხოლოდ ფლირტი მსიამოვნებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩანდეს, რომ ჩემთან ურთიერთობის დაწყება ადვილია. რეალურად ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ჩემს მოთხოვნილებებს ყველა მამაკაცი ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს.

– გაიხსენე განსაკუთრებული საჩუქრები მამაკაცებისგან.

– საჩუქრებით მანებივრებენ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ეს არის ჩემთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი. მიყვარს სამკაულები. ყვავილებზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები. ანუ, ყვავილს რომ გამომიგზავნის, რაღაც საჩუქარიც უნდა მოაყოლოს, მარტო ყვავილს არ მივიღებ (იცინის). შოპინგი – ეს ყველაზე მეტად მიყვარს. თავის ულიმიტო ბარათი რომ მომცეს და მითხრას, რაც გინდა, ის იყიდეო, არაჩვეულებრივი საჩუქარია. ეს ყველა გოგოს უყვარს. საჩუქრები აუცილებელია. როგორც შენ ექცევი საკუთარ თავს, ისე გექცევა სხვაც. თუ საკუთარ თავს ისე ექცევი, როგორც დედოფალს, დედოფალივით გექცევიან სხვებიც. ამიტომ არ ვიკლებ არაფერს.

– შენი სასიყვარულო ურთიერთობები დიდხანს გრძელდება თუ მალე გბეზრდება პარტნიორი?

– როგორც წესი, მალე მბეზრდება. ჩემს ჰოლანდიელ პარტნიორს ავუხსენი, რომ მალე ვიცი მობეზრება და თვითონ შემომთავაზა თავისუფალი ურთიერთობა. იცის, რომ არ უნდა იეჭვიანოს. ხანდახან ეჭვიანობს, მაგრამ თუ ძალიან იეჭვიანებს, იცის, რომ დამკარგავს, შესაბამისად, აღარ მეწუწუნება. ასე არ მომბეზრდება, მაგრამ სულ ჩემ გარშემო რომ ტრიალებდეს და დღეში ცხრაჯერ მირეკავდეს, მაშინვე დავბლოკავ. ეს იგივე კონტროლი და თავისუფლების შეზღუდვაა. ნელ-ნელა სწავლობს ჩემს ხასიათს. ჩემთან ურთიერთობაში ყოფნა რთულია, მაგრამ იგებს და თან, მოსწონს ჩემი პრეტენზიული ხასიათი. ამიტომაც ვამბობ, რომ იდეალური მამაკაცია. თორემ, ცხრა თვე ერთ მამაკაცთან ერთად ძალიან იშვიათად ვარ ხოლმე.

 

წყარო: Tbiliselebi.ge

 1,160 ნახვა

სხვა ამბები

ვინ მიიღებს ყოველთვიურად 200 ლარს  – დეტალები
საზოგადოება

ვინ მიიღებს ყოველთვიურად 200 ლარს – დეტალები

June 5, 2023
🎥VIDEO: ასე ემზადებოდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილის შესახვედრად – ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს
საზოგადოება

🎥VIDEO: ასე ემზადებოდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილის შესახვედრად – ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს

June 5, 2023
საქმე გვაქვს ფარსთან, რადგან საკუთარ თავს არავინ სჯის – გია ხუხაშვილი
საზოგადოება

“მეგობარს ვიღაცა ნაძირალა სახლში შეუვარდა…” – რას წერს გია ხუხაშვილი

June 5, 2023
„ვხედავ ნიშნისმოგებით მოლაპარაკე ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, უფრო მეტი ასეთი კადრი ნახონ“ – გოგა ჩანადირი მიხეილ სააკაშვილის კადრებზე
საზოგადოება

“ცა და დედამიწა მათი ჰგონიათ, ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს” – ვისზე წერს გოგა ჩანადირი?

June 5, 2023
🎥ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა არის ცოცხალი და გაშვილებული – ანრი ჯოხაძის შოკისმომგვრელი განცხადება
საზოგადოება

🎥ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა არის ცოცხალი და გაშვილებული – ანრი ჯოხაძის შოკისმომგვრელი განცხადება

June 5, 2023
Messenger შეფერხებით მუშაობს
საზოგადოება

Messenger შეფერხებით მუშაობს

June 5, 2023
შემდეგი ამბავი
ჰარის და მეგანის შვილები პრინცი და პრინცესა გახდნენ – რა შეიცვალა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ

ჰარის და მეგანის შვილები პრინცი და პრინცესა გახდნენ - რა შეიცვალა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ

ცნობილია რა sms-ებს უგზავნიდა 60 წლის კაცი, 12 წლის გოგონას – პედოფილია შიდა ქართლში

ცნობილია რა sms-ებს უგზავნიდა 60 წლის კაცი, 12 წლის გოგონას - პედოფილია შიდა ქართლში

პოპულარული

ვინ მიიღებს ყოველთვიურად 200 ლარს  – დეტალები
საზოგადოება

ვინ მიიღებს ყოველთვიურად 200 ლარს – დეტალები

1 min ago
🎥VIDEO: ასე ემზადებოდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილის შესახვედრად – ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს
საზოგადოება

🎥VIDEO: ასე ემზადებოდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილის შესახვედრად – ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს

13 mins ago
საქმე გვაქვს ფარსთან, რადგან საკუთარ თავს არავინ სჯის – გია ხუხაშვილი
საზოგადოება

“მეგობარს ვიღაცა ნაძირალა სახლში შეუვარდა…” – რას წერს გია ხუხაშვილი

32 mins ago
„ვხედავ ნიშნისმოგებით მოლაპარაკე ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, უფრო მეტი ასეთი კადრი ნახონ“ – გოგა ჩანადირი მიხეილ სააკაშვილის კადრებზე
საზოგადოება

“ცა და დედამიწა მათი ჰგონიათ, ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს” – ვისზე წერს გოგა ჩანადირი?

35 mins ago
🎥ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა არის ცოცხალი და გაშვილებული – ანრი ჯოხაძის შოკისმომგვრელი განცხადება
საზოგადოება

🎥ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა არის ცოცხალი და გაშვილებული – ანრი ჯოხაძის შოკისმომგვრელი განცხადება

36 mins ago

გამოგვყევი

უახლესი

ვინ მიიღებს ყოველთვიურად 200 ლარს  – დეტალები

ვინ მიიღებს ყოველთვიურად 200 ლარს – დეტალები

June 5, 2023
🎥VIDEO: ასე ემზადებოდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილის შესახვედრად – ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს

🎥VIDEO: ასე ემზადებოდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილის შესახვედრად – ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს

June 5, 2023
საქმე გვაქვს ფარსთან, რადგან საკუთარ თავს არავინ სჯის – გია ხუხაშვილი

“მეგობარს ვიღაცა ნაძირალა სახლში შეუვარდა…” – რას წერს გია ხუხაშვილი

June 5, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი