„სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია! როდემდე უნდა ახდენდეთ აშშ-ის დისკრედიტაციას და ინტერესების შელახვას, თქვენი უმეცრებით?! ჩვენ ხომ ერთადერთი ერთგული და სანდო პარტნიორი ვართ აშშ-ის და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში! გონს მოდით!“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.