ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდება.
“უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრების წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდება !
რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ალექსანდრე ლეჟავამ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საიდუმლოდ გააფრთხილა რომ მასზე უკრაინაში მებრძოლი მეომრები თავდასხმას გეგმავენ !
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ზომები ზაქარეიშვილის დასაცავად,შესაძლებელია მას თავად რუსული სპეცსამსახური გაუსწორდეს შემდგომი პროვოკაციის მიზნით !
ჰო,ჟურნალისტის გამოკითხვაც არ იქნებოდა ურიგო !” – წერს კილაძე