ყვარელში მცხოვრებ ონკოლოგიურ ავადმყოფს, 42 წლის გოჩა გვენცაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ხორხის მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
გვენცაძის ახლობლები სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებენ და გოჩა გვენცაძისთვის სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
„სამწუხაროდ, მას არ ჰყავს ოჯახის წევრები. მშობლები და ასევე ძმაც, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა.
მკურნალობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ამოეწურა და საზოგადოების თანადგომის გარეშე, ვერ იმკურნალებს“ – აცხადებენ გვენცაძის ახლობლები
ექიმების გადაწყვეტებით, პაციენტს სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თბილისში ყოველკვირეული სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება სჭირდება.
ლიბერთი ბანკის ანგარიში:
#GE57LB0211181748677000
მიმღები: გოჩა გვენცაძე