ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“მარადონა კი კაია, მარა ჩემი აზრით კვარას როლ მოდელი, როგორც სპორტსმენის, უნდა იყოს კრისტიანო რონალდო – თავით თამაში უნდა ისწავლოს და ჯარიმების დარტყმა, სისწრაფე უნდა აიყვანოს შესაძლებლობის მაქსიმუმზე – კრისტიანო (მე კი არ მიყვარს დიდად, მარა არასაფეხბურთო მიზეზებით:) მაგალითად ჰუსეინ ბოლტთან ჩავიდა სირბილის ვარჯიშების დასახვეწად და დარტყმებში რაგბისტ ვილკინსონთანაც ვარჯიშობდა:
აი მერე გახდება მონსტრი გოლების მანქანა”, – წერს მიშა მშვილდაძე.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლი-ს” გუნდში 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
მას ზედმეტსახელად “კვარადონას” უწოდებენ და იტალიელები სიმღერებს უძღვნიან.
![“[კვარამ] სისწრაფე უნდა აიყვანოს შესაძლებლობის მაქსიმუმზე” – მშვილდაძე კვარაცხელიაზე](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2022/09/BeFunky-collage-2022-09-04T194911.130-1140x610.jpg)