დიდება კი მაინც შარახვეტიას დარჩა…არ გავიგონო კალაძეზე საყვედური, თავის დროზე არც ეგ იყო ნაკლები, – აღნიშნულის შესახებ პროფესორმა ნოდარ ლადარიამ “ნაპოლი-ს” ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით განაცხადა.
“დიდება კი მაინც შარახვეტიას დარჩა…არ გავიგონო კალაძეზე საყვედური, თავის დროზე არც ეგ იყო ნაკლები”, – წერს ლადარია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლადარიამ კვარაცხელიას შესახებ ორი პოსტი უკვე გამოაქვეყნა:
“მთავარია, მერე არ მოინდომოს პოლიტიკოსობა და დიდ დიღომში სახინკლეს დასჯერდეს.
მთელი ნეაპოლის მოხუცები ქართველი ქალების ნაპატრონებია, დიდება კი მაინც ვიღაც შარახვეტიას შეხვდა”, – წერდა ლადარია კვარაცხელიაზე.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ “ნაპოლი-ლაციოს” მატჩზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და მის ანგარიშზე ეს უკვე მეოთხე გოლია.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “კვარადონას” უწოდებენ და იტალიელები მას სიმღერებს უძღვნიან.