შემიძლია ვთქვა, რომ კვარას შეუძლია, 10 საგოლე ეპიზოდიდან ათივე თავისუფლად გამოიყენოს, – ასე შეაფასა “ნაპოლი-ს” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “ნაპოლი-ლაციოს” თამაშის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელია.
კითხვა სპალეტის ქართველმა ჟურნალისტმა სალომე ხარატიშვილმა დაუსვა, რომელიც lelo.ge-სთან თანამშრომლობს.
“კვარა ამ საღამოს უფრო გახსნილი იყო და ნაკლებად ნერვიულობდა. ასეა?” – რაზეც სპალეტის პასუხი ასეთი იყო: “დიახ, სიმართლეა. ამ საღამოს ის ნაკლებად ნერვიულობდა. თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე უნდა გაიხსნას. მას ის საგოლე ეპიზოდი უნდა გამოეყენებინა, რადგან დიდი პოტენციალი აქვს. პოლიტანომ შესანიშნავი “ასისტი” გაუკეთა.
შემიძლია ვთქვა, რომ კვარას შეუძლია, 10 საგოლე ეპიზოდიდან ათივე თავისუფლად გამოიყენოს. დიახ, მას აქვს ამის პოტენციალი. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მისი ძალა და ვიცი, რასაც ვამბობ”, – თქვა 63 წლის ტოსკანელმა ტაქტიკოსმა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ
“ნაპოლი-ლაციოს” მატჩზე გოლი გაიტანა და სერია A-ში ეს მისი უკვე მეოთხე გოლია.
საგულისხმოა, რომ ის ამავე სერიაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ფოტო: worldsport.ge