გარდაიცვალა გაზეთ “ახალი თაობის“ დამფუძნებელი სოსო გოგინაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ანი მიროტაძე სოცქსელში ავრცელებს.
“ჩვენი სოსო გოგინაშვილი აღარ არის. ძალიან დიდი კაცი…… მადლობა სოსო, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე რომ შემხვდი, ხელი მომკიდე და გზა მაჩვენე! მადლობა, რომ ღირებულებებისთვის ბრძოლა მასწავლე! მადლობა, რომ დაიჯერე, ყველაფერი რომ გამოგვივიდოდა! მადლობა “ახალი თაობისთვის”! მადლობა თავისუფლებისთვის…… მადლობა, რომ ჩვენ “ახალთაობელებს” შენი გაცნობის და შენთან ურთიერთობის პატივი გვერგო! მადლობა და როგორ ადრე იყო ჯერ, ძალიან ადრე…” – წერს მიროტაძე.