ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ “გზათსთან” ინტერვიუში ყვება, რა შეემთხვა ცოტა ხნის წინ ბათუმში, სადაც დასასვენებლად იმყოფება. კოშკელიშვილის თქმით, თვალშიმოსახვედრია რუსი ტურისტების გამაღიზიანებელი ქმედებები.
“რუსი ტურისტების საქციელი ძალიან გამაღიზიანებელია: საზიზღრად იქცევიან, ყველგან ყველაფერს ისვრიან… რატომღაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ ვვარგივართ. ამდენი რუსის საქართველოში ყოფნა არ მსიამოვნებს, აბსოლუტურად განუკითხავად სვამენ და რაღაცებს ამტვრევენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქ ვინ იმყოფება – ბავშვის, ქალის წინ საზიზღრად იქცევიან, იგინებიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ… მოკლედ, ცუდად იქცევიან”, – ამბობს კოშკელიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიუცია თუ არა ასეთ დროს რუსი ტურისტისთვის შენიშნვნა, კოშკელიშვილმა უპასუხა:
“კი, მითხოვია, ბავშვთან ერთად ვართ, ცოტა ხნით ჩუმად იყავით-მეთქი. მითქვამს, თქვენი ქალბატონი ძალიან ნასვამია, იქნებ მიხედოთ-მეთქი. ასეთ დროს გპასუხობენ – შენ ხომ ქართველი ხარ? ხმა ჩაიწყვიტეო!.. მაგალითად, ერთმა მათგანმა მომახსენა – შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია და ჩუმად იყავითო…“, – ამბობს კოშკელიშვილი.