ექიმი ზურა სიხარულიძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და დამწყები მედიკოსების ნაწილს პაციენტებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
“ზოგადად, რატომ აბარებენ სამედიცინოზე და რატომ ხდებიან ექიმები, აი ვერ ვხდები, მართლა კატასტროფაა, ხანდახან ისეთებს ხედავ, ტიკ-ტოკზე განსაკუტრებით – მორიგეობებიდან და პაციენტებზე რაღაც ისტორიებით… არ ვიცი არ ვიცი კომენტარიც არ მაქვს”, – წერს ზურა სიხარულიძე.
პოსტის კომენტარებში კი კონკრეტული შემთხვევები მოჰყავს.
“სამრცხვინოა, რეებს აკეთებენ… ჰგონიათ, რომ შაყირობენ ამ დროს, დღეს სამი შემხვდა ასეთი – ერთი სუციდზე “ღადაობდა” მეორე დაძინებულ პაციენტზე, მესამეს ლაივი ჰქონდა ჩართული და პაციენტებს აშაყირებედნენ, აშაკრად სტუდენტები იყვნენ”, – წერს ექიმი.