ნიუ იორკის ზოოპარკში 4 წლის ვეფხვს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით ამავე ზოოპარკში კიდევ ორ ვეფხვსა და სამ ლომს მშრალი ხველა აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.
ცხოველების ინფიცირების სავარაუდო წყაროდ მათი მომვლელი სახელდება.