Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ნელ-ნელა გამოვდივარ ამ ჯურღმულიდან, ეს იყო ტანჯვა, რომელიც გამოვიარე…“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი მძიმე დეპრესიის შესახებ პირველად საუბრობს

September 1, 2022
„ნელ-ნელა გამოვდივარ ამ ჯურღმულიდან, ეს იყო ტანჯვა, რომელიც გამოვიარე…“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი მძიმე დეპრესიის შესახებ პირველად საუბრობს

კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილისთვის ბოლო პერიოდი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების გარდა, რომელმაც ხელოვანი ადამიანები განსაკუთრებულად დააზიანა, მის ცხოვრებაში ორი ტრაგიკული მოვლენა მოხდა – მანამდე დეპრესიისკენ ნაკლებად მიდრეკილს მას შემდეგ, რაც ბებია და ბიძა ერთი კვირის განმავლობაში გარდაეცვალა, მენტალური პრობლემები შეექმნა. გარკვეული დროის შემდეგ, მან ფსიქიატრისთვის მიმართვა გადაწყვიტა. დღეს თავს უკეთ გრძნობს და fortuna.ge-ს საინტერესოდ და გულწრფელად  ესაუბრა განვლილი მძიმე დღეების შესახებ:

ექიმს თუ მიმართე დასახმარებლად?

ექიმმა დამისვა დიაგნოზი – დეპრესიული შფოთვა – უკვე ვთქვი ის მიზეზი, რის გამოც ეს დამემართა. ერთ კვირაში გარდამეცვალა ორი ყველაზე საყვარელი ადამიანი, პირველად შევეჯახე ასეთ რამეს და ვერ გავუმკლავდი. ახლაც არ ვარ ბოლომდე გამკლავებული. ბებიაჩემის ბალიში დღემდე მიდევს ლოგინზე. ექიმმა მითხრა, ლოგინიდან აიღეო, მაგრამ ვერ შევძელი. ჯერჯერობით ვერ ვაკეთებ, მგონია, ვუღალატებ ბებიაჩემს. დიდი ბრძოლები მაქვს, მაგრამ ამ პანიკურმა შეტევებმა იკლო, ამასთან გასამკლავებლად პრეპარატები დამჭირდა, მაგრამ ეს არ არის ფსიქოტროპული მედიკამენტები. რაც სჭირდებოდა ჩემს დიაგნოზს, ის წამლებია. საბედნიეროდ, ფსიქოტროპული წამლები არ დამჭირდა.

ოჯახის წევრები როგორ გეხმარებოდნენ ამ მძიმე დროის გადატანაში?

ოჯახის წევრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ როგორც კი გარეთ გადიოდნენ, მიპყრობდა შიშები, რომ მაინცდამაინც ის მეტროს სადგური თუ გაჩერება უნდა აფეთქებულიყო, სადაც ჩემი ტყუპები იმყოფებოდნენ, ინტერნეტში სულ ვეძებდი ასეთ ინფორმაციას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა. ამხელა ბრძოლასა და შიშებში ვიყავი, მაგრამ მეტ-ნაკლებად უკვე გამიარა.

მეგობრებთან კომუნიკაცია აღადგინე?

მათთან ნებისმიერ დროს შემიძლია დავრეკო და ძალიან მოხარულები არიან, უბრალოდ, ხვდებოდნენ, რომ მე არ მინდოდა არავის ნახვა, გაიგეს ჩემი პოზიცია და არც შევუწუხებივარ არავის. ისინი ყოველთვის მზად არიან მეგობრობის გასაგრძელებლად.

დაუბრუნდი შენს საქმეს?

ნელ-ნელა ინსტრუმენტს და რაღაც-რაღაცებს ვუბრუნდები.

ამ ორი წლის განმავლობაში პროფესიასთან შეხება არ გქონია?

ალბათ, სულ სამი-ოთხი ნაწარმოები დავწერე, სიმღერებია, რომლებიც სხვებმა უნდა შეასრულონ. არის ახალი გოგონა, ნანუკა ქარუხნიშვილი, რომელიც წარდგება ჩემი ახალი სიმღერებით სექტემბრიდან. ვმუშაობთ მის ალბომზე. რომელი სიმღერაც უფრო მეტად „ჰიტური“ იქნება, იმაზე კლიპს გადავიღებთ. ნიკო ქაჯაიას და მარიტა ხვედელიძეს დუეტი დავუწერე, რომელიც მალე გამოვა, დავუწერე სიმღერა ნინი წიკლაურს. ახლა უკვე ვმუშაობ მარიამ გულბანის სოლოსიმღერაზე. შემოვცურე უკან ჩემს მორევში.

მახსოვს, კუჭის ოპერაციის შემდეგ, კუჭის დამცავი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღების გამო ვიტამინების დეფიციტი შეგექმნა. როგორ გადალახე ეს პრობლემა?

ამერიკიდან გამომიგზავნეს ის დანამატები, რაც უნდა მიმეღო თურმე, ვიტამინების დეფიციტი მქონდა, საკვებს ვიღებდი, მაგრამ რადგან კუჭის დამცავ წამალზე ვარ, ორგანიზმში ვიტამინების შეწოვა ნაკლებად მიმდინარეობს, კუჭის ძლიერი დაცვის დროს სასარგებლო რაღაცებსაც აღარ უშვებს ორგანიზმში. შესაბამისად, შემექმნა ვიტამინების დეფიციტის პრობლემა, თუმცა როგორც აღვნიშნე, გამოგზავნილი მედიკამენტებით შევძელი ამ პრობლემის გადაჭრა.

აქამდე დეპრესიულობა გახასიათებდა? როგორ არ უნდა მივიდეს ადამიანი ასეთ მდგომარობამდე, ამის გათვითცნობიერება თუ შეძელი?

ახლა ვარ 41 წლის, 39 წლამდე ეს ყველაფერი კარგად ვიცოდი, მაგრამ ახლა ჩემგან არ იქნება სწორი ამაზე საუბარი, რადგან მე მოვახერხე და შევედი ამ მდგომარეობაში. ჩარიონ პროფესიონალები იმისთვის, რომ ამ მდგომარეობას თავი რაც შეიძლება მალე დააღწიონ. თუკი თავად ვერ უმკლავდებიან, ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

დეპრესიისკენ მიდრეკილება არასდროს მქონია, თუკი უხასიათოდ ვიყავი, ეს მაქსიმუმ ორი დღე გრძელდებოდა, მესამე დღეს უკვე ფეხზე ვიდექი და ვაგრძელებდი შრომასა და ბრძოლას. არასოდეს ჩავწოლილვარ, სახლში შემოვდიოდი, როგორც სასტუმროში. ახლა სახლიდან ვერ გავდივარ, ჯერჯერობით შინ ვარ, ბოლომდე ვერ ვარ ისე, რომ ხალხთან კომუნიკაცია არ გამიჭირდეს.

შენმა ტყუპებმა რამდენად იქონიეს გავლენა იმაზე, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნების სურვილი გაგჩენოდა?

ტყუპებს ძალიან ვუზღუდავდი თავისუფლებას, ისევ და ისევ ჩემი შიშების გამო. არადა, 18 წლისანი არიან, მეგობრები ჰყავთ და ჩემი მხრიდან ძალიან ზედმეტი იყო ამდენი რეკვა, თუკი რამდენიმე წუთის განმავლობაში ტელეფონზე არ მპასუხობდნენ, მერე მათ მეგობრებსაც ვურეკავდი და დისკომფორტი შევუქმენი. ამან გადამაწყვეტინა ექიმთან მისვლა. ახლა ტყუპები  მეგობართან არიან დასასვენებლად წასულები, რაც წავიდნენ, მას მერე ხუთი დღის განმავლობაში სულ ორჯერ დავურეკე და ვფიქრობ, ეს დიდი პროგრესია…

 

წყარო: fortuna.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა
  • „აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ ვერანაირად ვერ გახდა ქართველი…“ – ვისზე საუბრობს შალვა პაპუაშვილი?
  • „ბავ­შვს სახე აღარ ჰქონ­და, ძალიან დავისტრესეთ…“ – რას ჰყვება გუშინ, რიკოთზე მომხდარი ავარიის თვითმხილველი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge