Friday, February 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„27 წელი არაფხიზელი ვიყავი – წელიწადი და 6 თვე გავიდა რაც საღად ვაზროვნებ“ – გუკა რჩეულიშვილი

September 1, 2022
„27 წელი არაფხიზელი ვიყავი – წელიწადი და 6 თვე გავიდა რაც საღად ვაზროვნებ“ – გუკა რჩეულიშვილი

ბიზნესმენი გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 27 წლის განმავლობაში არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ახლა კი წელიწად ნახევარია საღად აზროვნებს.

“სალამ მეგობრებო

ამჯერად უნდა დავწერო ჩემი გამოჯამრთელების ქრონიკებზე,პირველ როგში ამას  იმ უამრავი ადამიანისთვის ვწერ ვისაც მაგალითი ჭირდება,ასევე თვითდაჯერებისათვისაც.

წელიწადი და ექვსი თვე გავიდა რაც საღად ვაზროვნებ მანამდე კი 27 წელი ლეგენდარულად არაფხიზელი ვიყავი

არაფერია ცხოვრებაში მარტივი განსაკუთრებით მეტამორფოზა.საკმაოდ რთულია წარსული პატერნების გადაპროგრამირება, ახალ აზროვნებით და ქცევით მოდელებთან ადაპტაცია, წარსული ბილიკების დავიწყება, გამოღვიძება და ილუზიების გარეშე რეალურ სამყაროსთან პირისპირ დარჩენა, რთულია მაგრამ უზომოდ საინტერესო

საერთოდ ადამიანს ახალის მიღება ყოველთვის უჭირს, ჩვენ ხომ კონფორმისტები ვართ თან თუ დაკვეთას საკუთარი ალტერ-ეგო გვაძლევს დიდი სიხარულით ვემორჩილებით ამ არაცნობიერ იმპერატივს.

სულ მეგონა რომ ნარკოტიკების მიღება ჩემი არჩევანი იყო, მარტივად ვაპრავებდი ამას “თავისუფალი ნების” სახელით, ვაპრავებდი იქამდე სანამ თავისუფლება ბოლომდე არ წამართვა როგორ  ფიზიკური,ასევე შინაგანი, მენტალური.  დავეცი ბოლომდე მაგრამ როგორც კაზანძაკისი წერს; ღმერთამდე მიღწევა  მხოლოდ ლუციფერს ძალუძსო რამეთუ ის უფსკრულიდან აფრინდებაო

დიდი ხანი ვიყურე ამ უფსკრულს თვალებში, გადავიხადე ხარკი იმ პრივილეგიებისათვის რომელიც ბავშობიდან მხვდა წილად.ეხლა კი გამოვიღვიძე და ნაბიჯ ნაბიჯ ცხოვრებას  ვსწაბლობ ახალი წესებით, შემიყვარდა ყოველდღიური რუტინა, დეტალებისგან სიამოვნების მიღება, სამყაროზე დაკვირვება უფილტრო სათვალით. მელანქოლიაც კი მაგრად ასწორებს))

არა მართლა სიტყვა “რუტინა” ვინმეს რაიმე პოზიტიურ კონტექსტში რომ ეხმარა ჩემთან, ყველაზე ცოტა მაგრად დაიცინებოდა, ახლა კი სათნოებით კატეგორიაში მყავს აყვანილი რუტინული პრაქტიკები, თვითინვენტარიზაცია, მედიტაცია, ვარჯიში, ფეხით სიარული და  განრიგში მოქცეული მუშაობა

მორალისტობა არ მიყვარს, ყველას თავის გზა  აქვს, უბრალოდ მარტივი ჭეშმარიტებაა რომ თავისუფლება და სიცოცხლე, ტყვეობას და სიკვდილს ჯობია, ამ სიტყვებს ჰიპოთეტური პათოსით არ ვიძახი ეს სიკვდილი სამწუხაროდ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია

კანტმა თქვა, ბედნიერი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ის, ვინც იცის რომ ბედნიერების ღირსიაო,

ბედენიერბას ანუ დოპამინის ფეირვერკებს აღარ ვეძებ, რამეთუ მას შემდეგ რაც ცხოვრებამ თავის ბნელ დერეფნებში წლები მატარა სიმშვიდე მოვიპოვე და რაც მთავარი ვიცი რომ ის მეკუთვნის,

საერთოდ ადამიანს რაიმესი თუ გწამს,  სულერთია “კაცობრიობა” იქნება ეს, “ღმერთი”, “სინგულარობა” თუ “სიყვარული”  მაშინ ყველაფერი შესაძლებელია და არასდროს არის გვიან ცვლილებებისათვის, deus ex machina ჩვენი ისტორიების უხილავი ნაწილია, მთავარია შეიცნო თავი შენი და შემდეგ იმოქმედო, გამოსავალი კი მხოლოდ მოქმედებაში არსებობს

ერთი სიტყვით ცხოვრება მართლაც რომ მშვენიერია და კრისტალური სიცხადით მასზე დაკვირვება კიდევ უკეთესი” – წერს რჩეულიშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • რა ხდებოდა ტვ იმედის საიტზე ბოლო დღეებში და რა ხდება ახლა – რას წერს მიშა ზაქარეიშვილი
  • ცნობილია, როდიდან იწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge