Friday, February 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პირადი ცხოვრება დახურული მაქვს, ძალიან ცოტა მეგობარმა იცოდა იმის შესახებ, რომ შეყვარებული ვიყავი…” – ბაბი კირკიტაძე

September 1, 2022
“პირადი ცხოვრება დახურული მაქვს, ძალიან ცოტა მეგობარმა იცოდა იმის შესახებ, რომ შეყვარებული ვიყავი…” – ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძემ 26 წლის ასაკში უკვე ბევრი რამ მოასწრო – “ღამის შოუს” ბენდის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალია, ტელეკომპანია “პოსტ TV”-ზე დილის გადაცემა მიჰყავს. პარალელურად, რადიოწამყვანიც არის და კიდევ ბევრ საქმეს ასწრებს. ტელევიზიაში პირველად 19 წლის ასაკში მოხვდა, როგორც “სარკესთან” ამბობს, “პირდაპირ ქუჩიდან” და 8 წელია ამ სფეროშია.

– სოციალურ ქსელში ბევრი მიმდევარი გყავთ, თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობას ხშირად აჩვენებთ, რჩევებსაც აძლევთ, თუმცა რასაც თქვენს ,,სთორებში” ვერ ვნახავთ, ეს პირადი ცხოვრების დეტალებია. რატომ ასაიდუმლოებთ?

–  პირადი ცხოვრება დახურული მაქვს და ძალიან ცოტა მეგობარმა იცოდა იმის შესახებ, რომ შეყვარებული ვიყავი. ერთი წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, შეყვარებული ვარ-მეთქი. ვინაობა არც მითქვამს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მალე დავშორდით. ჩემი გამომწერებისთვის პირადი თემა დახურული მაქვს. იმიტომ არა, რომ რაღაცებს ვმალავ, იმიტომ, რომ ვთვლი, პირადი სივრცე პირადია.

– ეს თქვენს ცხოვრებაში პირველი დიდი სიყვარული იყო?

– კი. აქამდე ერთადერთი შეყვარებული მყავდა.

– რა ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩაგიტარათ ამ სიყვარულის ამბავმა?

– ძალიან ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. მივხვდი, რომ სიყვარულს ძალიან დიდი ძალის მოცემა შეუძლია. სიყვარულია ის, რასაც შეუძლია ადამიანი ძალიან ბედნიერი გახადოს.

– რა არის თქვენთვის მთავარი თვისება მამაკაცში?

– უნდა იყოს ყურადღებიანი, მზრუნველი და გამგები. ჩემი პროფესია ისეთია, რომ ძალიან დატვირთული ვარ და ამ დროს საყვარელმა ადამიანმა თუ არ გაგიგო, ძალიან რთულია.

– ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ თუ თვლით, რომ ეს არცთუ ახლო მომავალია?

– ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ხდება და არ იგეგმება. არასოდეს მიფიქრია, კონკრეტულად რა ასაკში მენდომებოდა ოჯახის შექმნა. როდესაც საქმეში ხარ წარმატებული და აქტიური, პირადი ცხოვრება გვერდზე გრჩება და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში. ვთვლი, რომ პირადი ცხოვრება ბედისწერის ამბავია და ყველაფერი თავისთავად მოხდება.

 

წყარო: sarke.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • რა ხდებოდა ტვ იმედის საიტზე ბოლო დღეებში და რა ხდება ახლა – რას წერს მიშა ზაქარეიშვილი
  • ცნობილია, როდიდან იწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge