ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემა თიკა ფაცაციამ დატოვა და აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად დილის გადაცემის წამყვანად გადაინაცვლა.
ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ „რუსთავი 2“ 15 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა.
ახლახანს კი ცნობილი ხდება, რომ შუადღის გადაცემა ახალი სეზონით და ცვლილებებით ბრუნდება. სოფო ნარჩემაშვილთან ერთად გადაცემას ამიერიდან ნინუცა ორჯონიკიძე და ანა კოშაძე წაიყვანენ.
