“ვეცდები ძალიან მარტივად აგიხსნათ.
12 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი იყიდა, რამაც ლარის კურსის 19 თეთრით გაუფასურება გამოიწვია (დღეის მონაცემებით)
დღეს, 31 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გამოიტანა გასაყიდად, საიდანაც 32 მლნ დოლარი გაიყიდა.
ეს ოპერაცია ლარს გაამყარებს (3-4 დღეში) საშუალოდ 10 თეთრით.
ანუ რა ხდება ‼️
აბსოლუტურად გაურკვევლად 40 მლნ დოლარის ყიდვით და კიდევ უფრო გაურკვევლად 32 მლნ დოლარის გაყიდვით 12 აგვისტომდე წონასწორული კურსი 2.7 ლარი ეხლა გახდება 2.8 ლარი.
უფრო რომ გავამარტივოთ აი ამ 19 დღიანი გაუგონარი გადაწყვეტილებებით (ჯერ ყიდვა და მერე გაყიდვა) ხელოვნურად მოხდა ლარის გაუფასურება ‼️
არც 12 აგვისტოს შესყიდვა ჯდებოდა არანაირ ლოგიკაში და არც დღევანდელი გაყიდვა ‼️
უფრო რომ გავამარტივოთ, უბრალოდ ხელოვნურად გიძვირებენ ფასებს (ფასები მიბმულია დოლარზე)
გინდ დაიჯერეთ გინდ არა.”
ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე წერს.