რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შუეჩერა. ფაქტს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, მამუკა გამყრელიძე ეხმაურება და წერს:
“რუსეთმა გაზსადენ “ნორდსტრიმ 1”- ით ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.ვზივარ და ვფიქრობ, პუტინს დასავლეთში ძეგლი უნდა დაუდგან !
ტიპმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა დასავლეთის ყველა შეცდომა რასაც ათწლეულები ჩადიოდნენ დასავლეთის “ბრძენი” ლიდერები. ერთიანად მოსრა ყველა
ილუზია, რაც დასავლეთს რუსეთის დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირების სახით ჰქონდა.
ასე სწრაფად და ხარისხიანად ვინ გააკეთებდა ამ ყველაფერს ?
P.S. ეს ყველაფერი გორბაჩოვის გარდაცვალებამ გამახსენა. მანაც იგივე გაუკეთა სსრკ-ს, ოღონდაც მეტი დრო და ნაკლები სისხლი მოანდომა”, – წერს გამყრელიძე.