Monday, August 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ბინის ბევრი მეპატრონე უკრაინელებზე სახლებს არ აქირავებს“ – რას ამბობს უკრაინელი ქალი, რომელიც ჩვილი ბავშვით ომს საქართველოში გამოექცა?

August 26, 2022
“ბინის ბევრი მეპატრონე უკრაინელებზე სახლებს არ აქირავებს“ – რას ამბობს უკრაინელი ქალი, რომელიც ჩვილი ბავშვით ომს საქართველოში გამოექცა?

41 წლის ანა მარიუპოლიდანაა, მან მიწასთან გასწორებული ქალაქი 2 შვილთან ერთად დატოვა. მათგან ერთი სულ რამდენიმე თვის არის, უფროსი კი — 9 წლის.

ანასტან ინტერვიუ “ნეტგაზეთმა” ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს, სადაც ანა საქართველოში სახლის ქირით პოვნაზე საუბრობს:

საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას ანა ამბობს, რომ სულ მადლიერი იქნება. თუმცა ომიდან გამოქცეულ ლტოლვილს აქაც არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია.

ანა განსაკუთრებით თბილად იხსენებს თბილისის 41-ე სკოლას, სადაც ბავშვებისთვის უკრაინული სექტორი შეიქმნა. ამბობს, რომ ამ სკოლის დახმარებით მისი შვილი განათლებას არ ჩამორჩა, ამასთანავე, ყოველ კვირა სხვადასხვა აქტივობებს ესწრებოდა.

თუმცა მთავარი საზრუნავი, კერძოდ კი, სად გააგრძელებს ანას ოჯახი ცხოვრებას, ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

როდესაც ანა თბილისში ჩამოვიდა, ნათესავისგან იცოდა, რომ მერია მოქალაქეებს სასტუმროებში ანაწილებდა. თუმცა მერიის ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ პასუხს დალოდებოდა. მანამდე ანა მოხალისეებმა გადაანაწილეს. ლოდინი დიდხანს გაგრძელდა, იყო არაერთი ზარი. ბოლოს მასაც გაუმართლა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ სასტუმროში მოხვდა.

პირველ აგვისტოს, სხვა უკრაინელების მსგავსად, ანასაც მოუწია სასტუმროს დატოვება. იხსენებს, რომ იმ დღეს სასტუმროსთან მოხალისეები მივიდნენ და იკითხეს, ვინ იყვნენ მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ადამიანები. ასე ჩაეწერა ანა მათ სიაში და მალევე მოხვდა „აკვამარინში“.

წესით, მთავრობის დადგენილებით ანას ფინანსური დახმარება ეკუთვნის — 300 ლარი და პლუს 45 ლარი თითო სულზე. ამბობს, რომ ეს დახმარება ჯერ არ მიუღია, „მიზეზი არ ვიცი, შეიძლება რიგითობით ნაწილდება“.

თუმცა, ქალი ამბობს, რომ ამ ფასად ახლა თბილისში ბინის პოვნა შეუძლებელია. მისი რესურსები კი თითქმის ამოწურულია:

„ბევრ მეპატრონეს არ უნდა ჩვენთვის ბინის მოქირავება იმიტომ, რომ უკრაინელები ვართ. არსებობს სტერეოტიპი, რომ ან არ გადავიხდით, ან ბინიდან არ გავალთ. ეს ჩემთვის გაუგებარია. თუ ადამიანი არაკეთილსინდისიერი გადამხდელია, ამას მის წარმომავლობასთან კავშირი არ აქვს.

ამასთანავე, ბინის ბევრი მეპატრონე ითხოვს, რომ წარვუდგინოთ დასაქმებისა და შემოსავლის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები, რაც მე ახლა, უბრალოდ, არ მაქვს. ერთადერთი, რა მოთხოვნაც მაქვს, არის ის, რომ ტრანსპორტთან იყოს ახლოს, რადგან ჩემმა შვილმა სკოლაში დამოუკიდებლად შეძლოს სიარული.

ვაგრძელებ ბინების მოძიებას, თუმცა, რა და როგორ იქნება მომავალში, არ ვიცი“.

კიდევ ერთი გამოსავალი ოდესის ქუჩაზე არსებული ჰოსტელია, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის“ თანაორგანიზებით მოეწყო. ანა ამბობს, რომ იყო ჰოსტელში, თუმცა იქ ცალკე გამოყოფილი ოთახები არ დახვდა, დედამისს კი, რომელიც ჯერ კიდევ გადის მკურნალობის კურსს, აუცილებლად სჭირდება პრივატული სივრცე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს მოხდება წლის ბოლომდე…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
  • როგორი ამინდები გველის აგვისტოში – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge