Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვერ ვიზიარებ იმ აზრს, რომ სასირცხვილო საქმეს აკეთებენ ქართველი ემიგრანტები და ხვიჩას წარმატება შეცვლის ჩვენიანების შესახებ აზრს” – რას წერს ნიკა ქავთარაძერაძე ემიგრანტებზე?

August 26, 2022
“ვერ ვიზიარებ იმ აზრს, რომ სასირცხვილო საქმეს აკეთებენ ქართველი ემიგრანტები და ხვიჩას წარმატება შეცვლის ჩვენიანების შესახებ აზრს” – რას წერს ნიკა ქავთარაძერაძე ემიგრანტებზე?

იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველ ემიგრანტებზე დგას უამრავი ადამიანის ბედნიერება და მოუწოდებს მათ, თავი არავის დააკომპლექსებინონ. აქვე დასძენს, რომ არ იზიარებს აზრს, თითქოს ემიგრანტები თავის მომჭრელ საქმეს აკეთებენ და ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება შეცვლის მათ შესახებ აზრს.

“რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქში გამოქვეყნდა ემიგრანტი ქართველი ქალის პოსტი, რომელიც ეძღვნებოდა ხვიჩა კვარაცხელიას.

პოსტის შინაარსი და პათეტიკა იყო შემდეგი – ხვიჩამ შეძლო და ქართველებს აღარ გვცხვენია ქართველობის და აწი თავი გამოგვეყოფა ევროპაშიო.
პოსტის წაკითხვისთანავე ეს ემოცია გამიჩნდა, რასაც ახლა გადმოგცემთ, უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე, რამდენიმე დღე დამეცადა და მერე დამეწერა ჩემი აზრი იმ ტექსტზე.
თავად ტექსტი პათეტიკური იყო და ჩვენ, ხალხს, ვისაც მაინცდამაინც არც კი გვიყვარს წაკითხულის გააზრება, ცრემლი მოგვადინა, დაგვასევდიანა, დაგვალაიქებია და გაგვაზიარებია.
ახლა შინაარსზე:
ადამიანს საკუთარი ქვეყნიდან თავის გადასარჩენად სხვა ქვეყანაში გაქცევა , შვილების, საყვარელი ადამიანების, ოჯახების დატოვება რომ უწევს ეს ნამდვილად ტრაგედიაა.
მაგრამ ვერანაირად ვერ ვიზიარებ იმ აზრს, რომ სათაკილო, სასირვხვილო და თავის მომჭრელ საქმეს აკეთებენ ქართველი ემიგრანტები და ხვიჩას წარმატება შეცვლის ჩვენიანების შესახებ აზრს.
უკვე არაერთ ქართულ სუფრაზე მომიწია ყოფნა, სადაც ქართველი ემიგრანტების სადღეგრძელო დალიეს. იმიტომ კი არა, რომ იმ ოჯახის წევრი იყო წასული – არა! იმიტომ, რომ ყველა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ სწორედ თითოეული ემიგრანტი არის უდიდესი ძალა, რომელზეც დგას უამრავი ადამიანის სიცოცხლე, სწავლა, ჯანმრთელობა და ბედნიერება.
სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან მაგალითი იმის, რომ ქართველი არაა ზარმაცი, უნიჭო, უპრინციპო.
სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან მაგალითი იმის, რომ კარგი ქვეყანა რომ იყოს საქართველო, შრომა რომ ფასდებოდეს, სამართლიანობა იყოს, უამრავი შრომისმოყვარე დავთავდადებული ადამიანი შექმნიდა დოვლათს სამშობლოში.
სწორედ ქართველი ემიგრანტები არიან მაგალითი იმის, რომ ისინი არაფერში ჩამოუვარდებიან გემრმანელ, ფრანგ, იტალიელ, ესპანელ, ამერიკელ თუ კანადელ კოლეგებს.
ის, რომ ყოფილ მასწავლებლებს, ექიმებს თუ ბუღალტრებს ევროპელი ჩავარდნილი მოხუცების მოვლა უწევთ, რაც ნამდვილად არაა სასიამოვნო საქმე, ვერანაირად ვერ აკნინებს მათ ადამიანობას.
ქართველო ემიგრანტებო, ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული თქვენ.
იარეთ თავაწეულებმა და ამაყებმა!
იცოდეთ, რომ თქვენ თვითონ ქმნით ქართველებზე წარმოდგენას!
ხვიჩა უმაგრესი ფეხბურთელია, უდიდესი მომავლით და მისი დამაახურებით ალბათ აწი ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს უფრო ფართოდ გაუღებს კარს ევროპული ფეხბურთი.
მაგრამ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეცვლის წარმოდგენას პროფესიონალ ექიმზე, მხატვარზე, მუსიკოსზე, მზარეულზე, დიზაინერზე, ძიძაზე და ა.შ.
ამიტომ არ მომეწონა ის პოსტი.
დემნა გვასალია არ იყო მხრებში გასწორების საბაბი?!
ქეთი მელუა?!
ხატია ბუნიათიშვილი?!
ანიტა რაჭველიშვილი?!
ა.შ. და ა.შ.
თავი არავის დააკომპლექსებინოთ მაგარო ქართველებო!
ნეტავ თქვენსავით მაგრები ვიყოთ დანარჩენებიც!”, – წერს ქავთარაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში – 21 წლის გიორგი მინდაძე განაჩენის მოლოდინში
  • „გული მომიკვდა, ანუ მასაც კი აღარ აქვს ჩვენი იმედი…“ – რას წერს მერაბ მეტრეველი?
  • „გაუქმდა 170-ზე მეტი ავიარეისი, შეყოვნდა 30 000-ზე მეტი მგზავრი…“ – რა ხდება საფრანგეთში?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge