Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს გამოჯანმრთელებული ეწერება – რატიანი

April 1, 2020
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს გამოჯანმრთელებული ეწერება – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ქალი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლებოდა, დღეს განკურნებულია და კლინიკას ტოვებს.

„მოგეხსენებათ, გუშინ გავაკეთე განცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტზე, რომელიც იწვა კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. მინდა, ყველას განვუმარტო – დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს „კოვიდ 19“-ით ინფიცირებას ლეტალურ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში გვაქვს ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი. შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის ​უცნობია ვირუსის სტრატეგია, ამიტომ ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენს მიერ დანიშნული რეკომენდაციებით. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, უჭირდა სუნთქვა. იყო სულმულენტური ანუ ძილიანი. აქედან გამომდინარე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებად მინდა, ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან. ეს რა თქმა უნდა, ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის და იმ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს, რომელსაც ამ ეტაპამდე განიცდის კლინიკა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი ანამნეზის შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი 97 პროცენტია.

„გუშინ ძალიან ბედნიერი ვიყავით ყველა, რადგან არსებობს ასეთი პაციენტების შეფასების შკალები, რომლის შედეგად 97 პროცენტში ეს პაციენტი უნდა დასრულებულიყო ლეტალობით. მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. ჯანმოს მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით, ორი კვირა გადავა თვითიზოლაციაში და გააგრძელებს ცხოვრებას ისე როგორც ცხოვრობდა მანამდე“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტია მოთავსებული. მათგან 19 ინფიცირებულია, დანარჩენები დაკვირვებისა და კვლევის ქვეშ არიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის – რას აცხადებს ის?
  • რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხებით?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge