ახალციხელმა მოხალისეებმა მეხანძრეებისთვის საკვები და წყალი შეაგროვეს. ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება.
„აი ვინ არიან, ის ჯიგარი ახალგაზრდები, რომლებმაც თქვეს, რაღაც უნდა გავაკეთოთ, როგორმე უნდა დავუდგეთ ჩვენ მხარეს (ქვეყანას) გვერდშიო და ქნეს კიდევაც და დღეს უკვე, გაეშურნენ ხანძრის კერისკენ. მადლობა თქვენ ამ თავდადებისთვის და ერთგულებისთვის, მადლობა თქვენ ამ სიყვარულისთვის.
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისი ინიციატივით, შეგროვდა საკმაოდ კარგი თანხა და შესაძლებლობა მიეცათ ინიციატორებს, შეეძინათ ჩვენი გმირი ადმიანებისთვის (ვინც ახლაც ცეცხლის პირისპირ არიან) საჭირო პროდუქტები. მადლობა მათ, ვინც, ისე თავისი, ნება-სურვილით გააკეთა იგივე თუმცა, ხმამაღლა საჯაროდ არ უსაუბრია.
მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ფინანსურად, მორალურად დაუდგა გვერდში. გყვარობთ, მე თქვენ და დარწმუნებული ვარ მხოლოდ მე არა, ამიტომ მინდა რომ თქვენი სახელი და გვარები ყველამ იცოდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.