90-იანების ყველაზე პოპულარული DJ დინჯი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
ამ ეტაპზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ის სიმსივნეს ებრძოდა.
„მეგობრებო იძულებული ვარ კიდევ ერთხელ მოგმართოთ დახმარების თხოვნით. სამწუხაროდ სიმსივნემ ისევ დაიწყო ზრდა, მჭირდება განმეორებითი ქიმია. სახელმწიფო არ აფინანსებს არაფერს. დაზღვევა იმდენად მცირეა რომ ფაქტიურად მხოლოდ ორ გადასხმას ეყოფა. ძალიან მერიდება მაგრამ სხვა საშუალება არ მაქვს თუ არა თქვენი დახმარებ. წინასწარ გიხდით მადლობას“ – წერდა ის სოციალურ ქსელში.
DJ დინჯი იგივე არჩილ ბუბუტეიშვილი დაიბადა ინჟინერ თეიმურაზ ბუბუტეიშვილისა და ფორტეპიანოს პედაგოგ ელნავა (ელენე) ქორიძის ოჯახში. 1978-1989 წლებში სწავლობდა ამიერკავკასიის რკინიგზის #1 საშუალო სკოლაში. 1991-1993 წლებში სწავლობდა კავკასიის ბირჟასთან არსებულ ბიზნეს კოლეჯში. 1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ბიზნეს ინსტიტუტში.
1994 წლის 15 დეკემბრიდან მუშაობა დაიწყო „რადიო 105“-ში. იმავე წლის 19 დეკემბერს ჰქონდა საეთერო დებიუტი, სადაც პირველად გამოჩნდა ფსევდონიმით „MC“, მოგვიანებით კი „დიჯეი დინჯის“ სახელით გააგრძელა მოღვაწეობა.