სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ვაჭარაძე „ფეისბუკზე“ საკვებისა და ტანსაცმლის მომატებულ ფასებზე წერს და ამბობს, რომ ერთი და იგივე ბრენდის ნივთი ზუსტად ორჯერ ძვირია თბილისი, ვიდრე სტამბოლში.
“მსოფლიოში საკვების ფასები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ქართველი ოლიგოპოლები ალბათ მუდამ იპოვიან განგრძობადი ფასმატების მიზეზებს, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ, ფასებზე გლობალური წნეხი მოხსნილია.
დღეს, სტამბულში ტანსაცმელის ფასები შევადარე თბილისს (იგივე ბრენდები, იგივე მოდელები):
– ზუსტად ორჯერ ძვირია თბილისში (ზარა, კოტონი, ვაიკიკი და ა.შ.).
– ლირას სუსტი კურსით ყველაფერს ვერ გააპრავებ.
– არც თურქეთში იკერება ამ ბრენდებიდან ზოგი.
– გადასახადებიც ჩვენთან უფრო დაბალია.
დასკვნა: უბრალოდ გვძარცვავენ და გასდით.” – წერს ირაკლი ვაჭარაძე