რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას დიპლომატი ქმარი ლევ დენგოვი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ახლო მეგობარია. გარდა მეგობრობისა, მას კადიროვთან საქმიანი ურთიერთობაც აკავშირებს.
მომღერლის მეუღლე კადიროვთან გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
2008-2011 წლებში დენგოვი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში რუსულ-ლიბიური ურთიერთობების განვითარებას კურირებდა.
დენგოვი რუსეთის ჯგუფს კურირებდა, რომელიც ლიბიაში სიტუაციის დარეგულირებაზე მუშაობს.
სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დავალებით, ის ურთიერთობას არეგულირებდა ლიბიასთან და არის „რუსულ-ლიბიური სავაჭრო სახლის“ თავმჯდომარე.
ქეთა თოფურიას ქმარს, ლევ დენგოვს დღეს, რუსეთში მოიხსენიებენ, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, დიპლომატს და ბიზნესმენს. ის რუსეთ-ლიბიის სავაჭრო სახლის მმართველთა საბჭოს თავმჯდომრეა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მრჩეველი და ინდონეზიური ენერგეტიკული კორპორაცია “მედკოენერგის” პრეზიდენტი.
ასევე, ფილიპინების სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის მიმართულებით.
მისი ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბანდია. 1984 წელს არის დაბადებული ბელორუსის დედაქალაქ მინსკში. ბავშვობა გაატარა სოფელ კრაისკში.
მამა მეწარმეობით იყო დაკავებული, დედა კი სკოლაში ხატვის მასწავლებელი გახლდათ.
რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აკადემია დაამთავრა იურისპრუდენციის განხრით. შემდეგ გერმანიის მაინცის უნვერსიტეტში სწავლობდა.
მცირე ხანს პოპმუსიკითაც იყო დაკავებული – მუსიკალური გუნდი “არბატი” შექმნა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ დიდ რუსულ დიასპორაზე იყო გათვლილი. ბენდის წინსვლას ხელი შეუწყო და მერე წარმატებით გაყიდა – ასე იშოვა პირველი სოლიდური თანხა. სწორედ ამ თანხით დაიწყო მისი ბიზნესი. სწავლა არ დაუმთავრებია, რადგან ლიბიაში გაემგზავრა და წამოიწყო საკმაოდ სერიოზული საქმეები.
ლიბიით მის დაინტერესებას ხელი შეუწყო ბელორუსიაში ლიბიის ელჩის შვილთან მეგობრობამ. სწორედ აქედან გაჩნდა მისი სერიოზული კავშირები ლიბიასთან. ისე, რომ მალე პლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში ძალიან მიღებული პერსონა გახდა.