რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ილია ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლე, ნენე ჟვანია ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. გოგონა უკვე უნივერსიტეტში იმყოფება, სადაც ქართული დროშაც ჩაიტანა.
“კი. აქ ვართ. არა. არც ჩვენ გვჯერა“, – წერს ნენე ჟვანია სოციალურ ქსელში და მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
გოგონამ 340 000-დოლარიანი დაფინანსება აიღო. ის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატზე ისწავლის.