საქართველოში კიდევ 2 პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი, ჯამში კი 83 ადამიანი.
პაციენტი 73 წლის არის და ის საფრანგეთიდან ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს.
ასევე აღსანიშნავია რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.