თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა მომღერალმა, ქეთათო პოპიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ბოლო ორი წლის მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ორი წლის წინანდელმა განცხადებამ ის ადამიანებიც შეძრა, ვინც მანამდე პროტესტში აქტიურად არ იყო ჩართული, რასაც შემდგომ მძიმე კანონები და „ყველაფრის კოლაფსი“ მოჰყვა.
პოპიაშვილის შეფასებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალულია:
“პირადად მე არ დამავიწყდება ორი წლის წინანდელი განცხადება, რამაც შეძრა ყველა ის ადამიანი, რომლებიც მანამდე შეიძლება დიდად არც არაფერს აპროტესტებდნენ და მოხდა აბსოლუტური, რა ვიცი, კოლაფსი ყველაფრის, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მოყვა მერე ძალიან ცუდი კანონები. უკვე სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება როდესაც იზღუდება, ჩვენ უმთავრეს მონაპოვარს, თავისუფლებას ვკარგავთ…
ადამიანებს უნდა მიეცეთ თავისუფლება – ასე იზრდება საზოგადოება. აკრძალვები არის ძალიან ცუდი. რეალურად რეჟიმი როდესაც ესე მყარდება, მერე პრობლემებია ქვეყანაში და მე მინდა ყველასთვის უკეთესი მომავალი. მარტო მაგიტომ ვარ აქ და იმიტომ, რომ სახლში ყოფნა მცხვენია“, – დასძინა პოპიაშვილმა.
