Saturday, November 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„არ უნდა გავტყდეთ – ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“ – ნინო კასრაძე

November 28, 2026
„არ უნდა გავტყდეთ – ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“ – ნინო კასრაძე

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა მსახიობმა ნინო კასრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ქვეყანაში ბოლო ორი წელიწადში განვითარებულ მოვლენებზე, სახელოვნებო სფეროში არსებულ ვითარებასა და ევროპული არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები, რამაც ორი წლის წინ პროტესტი გამოიწვია, კვლავ მოუგვარებელია.

მისი თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

კასრაძემ ხაზი გაუსვა, რომ კინოსა და თეატრის წარმომადგენლების დიდი ნაწილი დღესაც პროტესტშია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი “გაწეულ მსხვერპლსა” და თეატრის დახურვას ზედმეტად მიიჩნევს, ეს ნაბიჯები უაზრო არ ყოფილა, განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოლოდინის ფონზე.

“მე მიმაჩნია, რომ ეს იყო რაღაცა ერთგვარი მსხვერპლი იმისთვის, რომ აი, ეხლა, რამოდენიმე დღეში ანდრო გამოდის ჭიჭინაძე გარეთ და მისი კოლეგები, მისი მეგობრები არიან მის მიმართ პირნათელი და რაღაცნაირად ღირსეულად ხვდებიან ანდროს. ანდრომაც რაღაცა სამართლიანად ორი წელი შეეზღუდა თავისუფლება და მისი მეგობრებიც მას ღირსეულად დახვდნენ. მათაც რაღაცა დაკარგეს. ესე რომ, ამას ყველაფერს უაზროს ვერ უწოდებ“, – განაცხადა კასრაძემ.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული სირთულეებისა და კრიზისების მიუხედავად, საქართველოს ადგილი დასავლურ სივრცეშია, რადგან ქვეყნისა და მისი იდენტობის გადარჩენა სწორედ ამ არჩევანს უკავშირდება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაშიც არის პრობლემები და დღეს ძალიან დიდი კრიზისია… ინსპირირებული კრიზისები, ჩრდილოეთიდან ინსპირირებული კრიზისი ევროპაშიც. მაგრამ ჩვენ მაინც, აი, ამ ღირებულებების ერთგული ვართ და არ გვინდა ამის დათმობა და გვინდა, ჩვენ ვიცით, რომ ევროპა დაძლევს კრიზისს და ჩვენც გვინდა იმ სივრცეში ყოფნა. აი, ეს არის ჩემი მრწამსი… ამის გამო მე თანმიმდევრულად მჯერა, რომ ჩვენი გადარჩენა, ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“, – აღნიშნა მან.

ნინო კასრაძემ აქციის მონაწილეებს სიმტკიცისა და ერთიანობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის, თუმცა მოქალაქეებმა ღირებულებების ერთგულება უნდა შეინარჩუნონ, დაქსაქსულობის ნაცვლად კი ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და ითანამშრომლონ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „არ უნდა გავტყდეთ – ჩვენი იდენტობის გადარჩენა მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციაშია“ – ნინო კასრაძე
  • “საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!” – მელიქიშვილის გამზირი
  • თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge